მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 10 Mar 2026, 12:07

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე, მათ შორის, თეირანში ირანის რეჟიმის ბირთვული ლაბორატორიებიც იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიებზე დარტყმები ირანის მასშტაბით რეჟიმის სამხედრო და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მასშტაბური კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო. ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ბოლო ოპერაციების მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების დაზიანებაა. წინა იერიშების დროს აშშ-ისრაელის […] The post მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა appeared first on ODISHINEWS.

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე, მათ შორის, თეირანში ირანის რეჟიმის ბირთვული ლაბორატორიებიც იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიებზე დარტყმები ირანის მასშტაბით რეჟიმის სამხედრო და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მასშტაბური კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო.

ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ბოლო ოპერაციების მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების დაზიანებაა. წინა იერიშების დროს აშშ-ისრაელის იერიშების სამიზნე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტები იყო.

პარალელურად, კომპანია Vantor-ის მიერ გავრცელებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ისრაელის იერიშების შედეგად დაზიანდა საჰაერო თავდაცვის ბაზები თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და პარჩინშიც, რომელიც ირანის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ღრმად გასაიდუმლოებული სამხედრო კომპლექსია. მასზე ისრაელმა იერიშები 2024 წლის ოქტომბერშიც მიიტანა.

ამას გარდა, სატელიტურმა სურათებმა ისრაელის იერიშების შედეგად მიყენებული ზიანი აჩვენა ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტზეც იმამშაჰრში.

ისრაელის თავდაცვის სპიკერმა, ეფი დეფრინმა შაბათ-კვირას დაადასტურა იერიშების მიტანა იმამშაჰრის ობიექტზე, რომელიც მისი თქმით, “პასუხისმგებელია ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონის მიმართულებით გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოებაზე.”

The post მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური