სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა — Cnoba

TV4 სიახლე 10 Mar 2026, 12:04

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. მცირე მეწარმე ლ. ე. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე; გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; საწარმოს ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა; დაბინძურებული ინვენტარი; ბიზნესოპერატორი თევზის შებოლვასა და შრობას აწარმოებდა რისკისშემცველი მეთოდით. […] The post სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა appeared first on TV 4.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. მცირე მეწარმე ლ. ე. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე; გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; საწარმოს ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა; დაბინძურებული ინვენტარი; ბიზნესოპერატორი თევზის შებოლვასა და შრობას აწარმოებდა რისკისშემცველი მეთოდით.

 

აღნიშნული დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია 500 კილოგრამამდე ნედლი და შებოლილი ქაფშია, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

The post სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა appeared first on TV 4.


რელევანტური