სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა.
მცირე მეწარმე ლ. ე. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე; გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; საწარმოს ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა; დაბინძურებული ინვენტარი; ბიზნესოპერატორი თევზის შებოლვასა და შრობას აწარმოებდა რისკისშემცველი მეთოდით.
აღნიშნული დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია 500 კილოგრამამდე ნედლი და შებოლილი ქაფშია, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება”,_ აცხადებს სურსათოს ეროვნული სააგენტო.
The post სეს-მა თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა appeared first on გურია ნიუსი.