სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს — Cnoba

MegaTV სიახლე 21 Feb 2026, 09:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების, „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე (ვანო) გოგლიძეს – მას „ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებას“ ედავებიან. ბრალდება „ბატონოს“ პროდუქციას ეხება. „ბატონოსაც“ და „კულასაც“ ერთი მფლობელი ჰყავს. გოგლიძე 20 თებერვალს დააკავა „ფინანსურმა პოლიციამ“ – მას ედავებიან „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღებას“. საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების […]

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების, „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე (ვანო) გოგლიძეს – მას „ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებას“ ედავებიან.

ბრალდება „ბატონოს“ პროდუქციას ეხება. „ბატონოსაც“ და „კულასაც“ ერთი მფლობელი ჰყავს.

გოგლიძე 20 თებერვალს დააკავა „ფინანსურმა პოლიციამ“ – მას ედავებიან „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღებას“.

 

🔷საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა

🔹საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს „ბატონო“-ს ხელმძღვანელი დააკავეს.
🔹გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
🔹საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
🔹ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
🔹გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
🔹საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
🔹ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით.

რელევანტური