თურქეთის თავდაცვის უწყება განვხადებას ავრცელებს — Cnoba

TV4 სიახლე 10 Mar 2026, 10:52

ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს, – განცხადებას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მალათიის პროვინციაში განლაგდება, სადაც ნატო-ს ქურეჯიქის სარადარო ბაზა მდებარეობს. „ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გარდა, ნატო-ს მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ზომები ძლიერდება“, – ნათქვამია განცხადებაში. […] The post თურქეთის თავდაცვის უწყება განვხადებას ავრცელებს appeared first on TV 4.

ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს, – განცხადებას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მალათიის პროვინციაში განლაგდება, სადაც ნატო-ს ქურეჯიქის სარადარო ბაზა მდებარეობს.

 

„ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გარდა, ნატო-ს მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ზომები ძლიერდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, გუშინ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს „პროვოკაციული ნაბიჯებისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდა.

The post თურქეთის თავდაცვის უწყება განვხადებას ავრცელებს appeared first on TV 4.


რელევანტური