,, ეგ ამბავი როგორაა? ორი დიფსთეითი გვყავს ცისქვეშეთში?“ – დავით ზურაბიშვილი — Cnoba

Alia სიახლე 10 Mar 2026, 09:22

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი: ,,გლეხი კაცისთვის გასაგებ ენაზე განვმარტავ. ევროკავშირმა ყულევის ტერმინალი სანქცირებულ სიიდან ამოიღო, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იკისრა წერილობითი ვალდებულება, რომ დღეის ამას იქით არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობას. ანუ მეტს აღარ ვიზამთ და ამ ერთხელ გვაპატიეთო. იმათაც აპატიეს. ამის პარალელურად კი ქართულმა ოცნებამ ატეხა ჟივილ-ხივილი, გაირკვა, რომ არაფერი […] The post ,, ეგ ამბავი როგორაა? ორი დიფსთეითი გვყავს ცისქვეშეთში?“ – დავით ზურაბიშვილი appeared first on .

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:

,,გლეხი კაცისთვის გასაგებ ენაზე განვმარტავ.

ევროკავშირმა ყულევის ტერმინალი სანქცირებულ სიიდან ამოიღო, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იკისრა წერილობითი ვალდებულება, რომ დღეის ამას იქით არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობას.

ანუ მეტს აღარ ვიზამთ და ამ ერთხელ გვაპატიეთო. იმათაც აპატიეს.

ამის პარალელურად კი ქართულმა ოცნებამ ატეხა ჟივილ-ხივილი, გაირკვა, რომ არაფერი დარღვევა არ გვქონდა, ცილს გვწამებდა დიფსთეითი და იმიტომაც ამოგვიღეს სიიდანო.

გასაგებია, რომ ხელისუფლების მომხრეთა თვითდარწმუნება ბიძინას უცთომელობაში ისეთ სიმაღლეებზეა უკვე გასული, რომ ყველაფერს ირწმუნებენ, მაგრამ სანქციების სიიდან ვინც ამოიღო, ის ევროკავშირიც რომ დიფსთეითია და სანქციების სიაში ვინც თავიდან შეატანინა, ისიც, ეგ ამბავი როგორაა? ორი დიფსთეითი გვყავს ცისქვეშეთში?“

The post ,, ეგ ამბავი როგორაა? ორი დიფსთეითი გვყავს ცისქვეშეთში?“ – დავით ზურაბიშვილი appeared first on .


რელევანტური