ბლოგერი ლევან ყურაშვილი:
,,ქოცების პროპაგანდა იჭაჭება დილიდან – აიო, მხოლოდ 24-მა ქვეყანამ მოითხოვა ამ მექანიზმის ამუშავებაო.
აქედან ადამიანიები კარგად ხსნიან რა და როგორაა პროცედურულად, მაგრამ ჩემი აზრით, ეგ “ბუღალტერია” საერთოდ არაა მინიშვნელოვანი.
რეალობა არის ასეთი:
“მოსკოვის მექანიზმის” ასამოქმედებლად საჭირო იყო 10 ქვეყანა (იყო 24).
დადებული დასკვნა თანაბრი ძალისაა იმის მიუხედავად, 10-მა ქვეყანამ მოითხოვა მისი ამოქმედება, 24-მა, თუ 53-მა.
არ იცვლება ამით მისი სამართლებრივი სტატუსი.
ამ დასკვნის საფუძველზე, ჰააგაში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის გამოძიების დასაწყებად საკმარისია ერთი ქვეყნის მიმართვაც კი.
კი, ერთის!
ამ დასკვნის საფუძველზე, რომის სტატუტის ხელმომწერი 125 ქვეყნიდან ნებისმიერს შეუძლია დაიწყოს, ნებისმიერ პასუხისმგებელ პირზე, სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
კი, ნებისმიერ ქვეყანას!
მერე ვნახოთ, საერთაშორისო ძებნაში მყოფები როგორ გავლენ ქვეყნის გარეთ (ვიზით, თუ უვიზოდ).
ცოტათი სასაცილოც კია, რა არგუმენტებით მოძრაობენ ქოცები.
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, რამდენმა მოითხოვა მექანიზმის ამოქმედება და ვინ რა ტაქტიკური მოსაზრებით არ გააკეთა იგივე?
ერთნაირად გაქვთ დარხეული, გინდა 10 იყოს მომთხოვნი და გინდა 37.
ცოტა თავი ხელში აიყვანეთ, რითი აიმედებთ თქვენიანებს, რით იმშვიდებთ თავებს ამხელა ხალხი?!”
The post ,, ცოტა თავი ხელში აიყვანეთ, რითი აიმედებთ თქვენიანებს, რით იმშვიდებთ თავებს ამხელა ხალხი?!” – ლევან ყურაშვილი appeared first on .