განახლდა
დღეს: 1128 სიახლე

რუსეთმა ოდესა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ოდესა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს. მისი თქმით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. ოდესის საოლქო სამხედრო…

იხილე სრულად: alia.ge ↗
News.ge

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა (ვიდეოკადრები)

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოპერაციაში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. ერთი ნახიჩევანის აეროპორტზე დაეცა, ხოლო დანარჩენი – სხვადასხვა…

Metronome

მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განხორციელდა

უკრაინული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განხორციელდა. იერიშის სამიზნე გახდა სტავროპოლის მხარეში მდებარე სამრეწველო ზონა, სადაც ხანძარი გაჩნდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მიმართულებით…

Timer

ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. „საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, – აცხადებენ ე.წ…

Metronome

ქუვეითში მდებარე ბაზაზე, სადაც ამერიკელი და იტალიელი სამხედროები არიან განლაგებული, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, განადგურდა იტალიური დრონები

ქუვეითში მდებარე ალი ალ სალემის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი და იტალიელი სამხედროები არიან განლაგებული, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც განადგურდა იტალიური დრონები, რომლებიც ოპერატიული მისიების შესასრულებლად გამოიყენებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის…

Metronome

ერ-რიადში, აშშ-ის საელჩოზე ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა

ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას ადასტურებენ საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროშიც. მათი განცხადებით, თავდასხმის შედეგად შენობის ნაწილი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა, რადგან საელჩოზე დარტყმა არასამუშაო საათებში…

Metronome

“კვიპროსზე განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა” – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

კვიპროსზე განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზა RAF Akrotiri-ზე შეტევა, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ შეტევა ადგილობრივი დროით საღამოს, 22:00-ზე მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. „ჩვენი…

Metronome

“ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა” – ბიბისი

ირანის მხრიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა ბაჰრეინში განლაგებული აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის ბაზა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ბაზაზე დიდი ხანძარი გაჩნდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან კონფლიქტის…

Radio Tavisupleba

უკრაინაზე რუსეთის შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ოდესა იყო

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. დარტყმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ოდესა იყო.

Radio Tavisupleba

ხანძრები სახლებსა და პორტში - ოდესაზე ისევ დრონებით შეტევა იყო

1 მაისს რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე და ოდესის ოლქზე.

Radio Tavisupleba

20-მდე დაშავებული, ნგრევა, ხანძრები - ოდესაზე ისევ მასირებული შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებული და დამწვარია სახლები და სხვა შენობები. შეტევა გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Radio Tavisupleba

10-ზე მეტი დაშავებული - ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არიან დაშავებულები, დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.

Timer

რუსეთი უკრაინაში, დასახლებულ პუნქტებს ბალისტიკური რაკეტით და 442 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს

უკრაინული მედიის თანახმად, 29 მარტის ღამეს რუსეთმა შეტევა განახორციელა „კინჟალის“ ტიპის აერო-ბალისტური რაკეტით და 442 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან დაახლოებით 300 „შაჰედის“ ტიპის იყო. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით ჩამოაგდეს ან ჩაახშეს 380 უპილოტო საფრენი აპარატი…