“ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თავშესაფარი უნდა მისცეს”- ტრამპი — Cnoba
ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თავშესაფარი უნდა მისცეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ავსტრალია საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას უშვებს ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ირანში იძულებით დაბრუნებით, სადაც მათ, დიდი ალბათობით, მოკლავენ“, – წერს ტრამპი. მისი თქმით, თუ ირანის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ავსტრალია არ მიიღებს, მაშინ ამას აშშ გააკეთებს. ცნობისთვის, ავსტრალია აზიის თასს მასპინძლობს, რომელმაც სათავე მაშინ აიღო, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ტურნირის პირველი მატჩისას ჰიმნი არ შეასრულეს. ირანის ეროვნული ნაკრები ტურნირს კვირას გამოეთიშა. The post “ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თავშესაფარი უნდა მისცეს”- ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.