განახლდა
დღეს: 363 სიახლე

ორბანმა ევროკავშირს მოუწოდა, შეაჩეროს სანქციები რუსეთის ენერგომატარებლებზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპის კავშირს მოუწოდა, შეაჩეროს რუსეთის ენერგეტიკის მიმართ სანქციები. მან მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო მაშინ, როცა ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებამდე ხუთი კვირა რჩება.

იხილე სრულად: radiotavisupleba.ge ↗
Timer

ორბანმა მოუწოდა უნგრელებს, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დააფიქსირონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. ორბანმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ყველა ამომრჩეველი მისთვის მნიშვნელოვანია. ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კამპანიის ყველაზე დასამახსოვრებელ…

Radio Tavisupleba

დასავლეთის ქვეყნები ისრაელისგან მოითხოვენ, შეაჩეროს დასახლებების გაფართოება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე

ისრაელმა უნდა შეაჩეროს დასახლებების გაფართოება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და შეაჩეროს მზარდი ძალადობა ისრაელი მოსახლეების მხრიდან, - განაცხადა 22 მაისს დასავლეთის შვიდმა დიდმა ქვეყანამ და ისრაელის მთავრობა დასავლეთ ნაპირზე დაძაბულობის გამწვავებაში დაადანაშაულა.

News.ge

ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა – მე აქ გამარჯვებისთვის ვარ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა ხმა ბუდაპეშტის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხალხის ხმას პატივი უნდა სცენ. ორბანმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა…

News.ge

ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის „ღია წერილი“ გაუგზავნა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ღია წერილი“ გაუგზავნა. ორბანმა მოუწოდა უკრაინას, „დრუჟბას ნავთობსადენის გახსნისკენ“ და „უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შემდგომი თავდასხმებისგან“ თავის შეკავებისკენ. „ბატონო პრეზიდენტო, ოთხი წელია, რუსეთ-უკრაინის…

მედიაცენტრი

ორბანმა გაზსადენზე დივერსიის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით უშიშროების საბჭო მოიწვია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სერბეთში გაზსადენზე დივერსიის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინციდენტი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან განიხილა. „სერბეთის ხელისუფლებამ სერბეთისა და უნგრეთის…

Metronome

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, საწვავზე ფასების შესამცირებლად რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნის ცდუნებას წინააღმდეგობა გაუწიოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით უნგრეთის წინადადება გააკრიტიკა და ევროკავშირს მოუწოდა, საწვავის ფასების ამ გზით შემცირების ცდუნებას წინააღმდეგობა გაუწიოს. „ევროპის მიერ რუსეთისგან გრძელვადიანი დამოუკიდებლობისთვის მიღებულ…

Radio Tavisupleba

ტრამპი დათანხმდა „ირანის დაბომბვა და თავდასხმა“ ორი კვირით შეაჩეროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ დათანხმდა „ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირით შეაჩეროს“.

GHN

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას 2027 წელს თავდაცვისთვის დამატებით 70 მილიარდი ევრო გამოუყოს

ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას 2027 წელს თავდაცვისთვის დამატებით მინიმუმ 70 მილიარდი ევრო გამოუყოს

Metronome

“ვიქტორ ორბანი თავის საარჩევნო კამპანიაში უკრაინას იარაღად იყენებს, ეს კარგი არ არის, ჩვენ გვქონდა შეთანხმება და ვფიქრობ, რომ მან გვიღალატა” – ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს უღალატა. ორპოს განცხადებით, ორბანმა უარი თქვა წინა შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებდა. ამასთან, მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერი…

Metronome

,,ვიქტორ ორბანმა ანტონიუ კოშტას თხოვნით მიმართა, შეიქმნას კომისია, რომელიც შეაფასებს მილსადენ „დრუჟბას“ დაზიანების მასშტაბებს ” – „როიტერი“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს თხოვნით მიმართა, შეიქმნას კომისია, რომელიც შეაფასებს მილსადენ „დრუჟბას“ დაზიანების მასშტაბებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანის მიერ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი,იტყობინება„როიტერი“. ორბანის თქმით, სრულად…

News.ge

მადიარმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა

ორბანმა და მადიარმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცეს. Tisza-ს ლიდერმა, მადიარმა კენჭისყრას გადამწყვეტი უწოდა და მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არჩევნების შედეგი შესაძლოა რამდენიმე ხმის სხვაობამაც კი განსაზღვროს. ორბანმა განაცხადა, რომ ის “აქ…

News.ge

ბრიუსელში მყოფი ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს უკრაინას მიაწოდოს Patriot-ის რაკეტები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს Patriot-ის რაკეტების გადაცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება აშშ-რუსეთის „დიზელის გარიგებას“, რადგან ამან შესაძლოა რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გამოიწვიოს.