მოსამართლემ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა — Cnoba
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. სახელმწიფო ბრალდება ელისაშვილის კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი შუამდგომლობდა, საქმეზე რამე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა. დაცვის მხარე დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, თუმცა, რეპლიკების ეტაპზე სხდომა გადაიდო. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის… The post მოსამართლემ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.