სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ — Cnoba

GuriaNews სიახლე 21 Feb 2026, 07:35

სასახლის ღობის საქმე – “tv პირველის” ინფორმაციით, ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება სამთავრობო ტელეკომპანიის გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც “იმედი” ირწმუნება, რომ მათ მოიპოვეს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართვები, სადაც მინიმუმ 8 პირი, საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. “იმედის” მტკიცებით, მათ შორის არიან, ავთანდილ თოფჩიშვილი, რამაზ ჯორბენაძე, სულხან აბრალავა, გიორგი კირვალიძე, გიორგი ქორქია და ევა შანშიაშვილი. […] The post სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ appeared first on გურია ნიუსი.

სასახლის ღობის საქმე – “tv პირველის” ინფორმაციით,  ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ. 

საქმე ეხება სამთავრობო ტელეკომპანიის გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც “იმედი” ირწმუნება, რომ მათ მოიპოვეს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართვები, სადაც მინიმუმ 8 პირი, საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.

“იმედის” მტკიცებით,  მათ შორის არიან, ავთანდილ თოფჩიშვილი, რამაზ ჯორბენაძე, სულხან აბრალავა, გიორგი კირვალიძე, გიორგი ქორქია და ევა შანშიაშვილი.

როგორც გიორგი კირვალიძის ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა “პირველებთან” აცხადებს, სამთავრობო მედიამ მოიტყუა და  რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.

_ ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა მორიგი ტყუილი, სადაც ამტკიცებენ, რომ მათ მოიპოვეს გიორგი კირვალიძის აღიარებითი ჩვენება, რაც აბსურდია, გამომდინარე იქიდან, რომ გიროგი კირვალიძე  ჩვენება სასამართლოსთვის საერთოდ არ მიუცია. რაც შეეხება მის პოზიციას, მან არაერთხელ დააფიქსირა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რომ ბრალს არ აღიარებს და ჟურნალისტებმა სხვადასხვა მათი მოპოვებული  განცხადებებიდან რომ არ გააკრვიონ მისი პოზიცია, საჯაროა სხდომა, შეუძლიათ მოვიდნენ და ამგვარი ტყუილები აღარ გაავრცელონ და მოისმინონ ბრალდებულის პოზიცია კონკრეტულად სხდომაზე”, – ამბობს ჩელე ყურუა. 

რაც შეეხება ავთანდილ თოფჩიშვილს, როგორც მისი ადვოკატი “პირველებთან” ამბობს, ბრალდებულს აქვს მძიმე ოჯახური მდგომრეობა, ჰყავს სიმსივნით დაავადებული ცოლი, ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, სწორედ ამიტომ განცხადება დაწერა, ისიც გასულ წელს, თუმცა უფლებადამცველსიის თქმით, თოფჩიშვილის დანაშაული არცერთ ეტაპზე არ უღიარებია.

_ განცხადებით მივმართეთ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მას მძიმე ოჯახური მდგომარეობა აქვს. მის მეუღლეს სიმსივნე აქვს მესამე სტადიის, ასევე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახის მარჩენალი თავად იყო და მისთვის უფრო მიზანშეწონილი იყო მალე დამთავრებულიყო ეს პროცესი. პირობები საპროცესო შეთავასებასთან დაკავშირებით არაფერი არ ყოფილა. ეს წერილი, რაც დაწერილია გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაულს აღიარებს, ეს უბრალოდ განცხადებაა. ამ ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებს. ფორმაც ჩვენთვსი მიუღებელია. განცხადება იმისთვსი არ დაგვიწერია, რომ ტელევიზით გადმოეცათ. ეს ალბათ იმიტომ ქნეს, რომ საზოგადოებას დაანახეს, ნახეთ დანაშაულსი ჩამდენები არიან და აღიარებენო, თუმცა ეს აღიარებითი არ არის. აღიარება სისხლის სამართლსი საქმეში წარმოდგენილი არ არის, ეს უბრალოდ განცხადებაა”, – ამბობს ავთანდილ თოფჩიშვილი.

The post სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური