მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ტარიელ რიჟვაძეა — Cnoba

MegaTV სიახლე 09 Mar 2026, 10:42

ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ქსელური მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული პოლიციელი 32 წლის ტარიელ რიჟვაძეა. ეს უკანასკნელი ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების მოქმედი თანამშრომელი იყო. “პირველების” ინფორმაციით, პოლიციელმა აზარტულ თამაშებში თანხა წააგო, ე.წ. თავანის ჩაბარება კი გახდა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მიზეზი. ამავე წყაროს მტკიცებით, ყაჩაღობის შემდეგ რიჟვაძემ 112-ში თავად დარეკა და დანაშაულის შესახებ შეატყობინა. სავარაუდოდ ყაჩაღობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე […]

ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ქსელური მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული პოლიციელი 32 წლის ტარიელ რიჟვაძეა. ეს უკანასკნელი ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების მოქმედი თანამშრომელი იყო.

“პირველების” ინფორმაციით, პოლიციელმა აზარტულ თამაშებში თანხა წააგო, ე.წ. თავანის ჩაბარება კი გახდა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მიზეზი.

ამავე წყაროს მტკიცებით, ყაჩაღობის შემდეგ რიჟვაძემ 112-ში თავად დარეკა და დანაშაულის შესახებ შეატყობინა.

სავარაუდოდ ყაჩაღობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურატურა ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს.

შსს-ს პრესცენტრში კი აცხადებენ, რომ შემთხვევას პროკურატურა იძიებს.


რელევანტური