მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა — Cnoba

TV4 სიახლე 09 Mar 2026, 09:46

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი თითქმის 24%-ით გაიზარდა და ბარელზე 114.74 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 26%-ზე მეტით გაიზარდა და […] The post მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა appeared first on TV 4.

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი თითქმის 24%-ით გაიზარდა და ბარელზე 114.74 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 26%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 114.78 დოლარი შეადგინა.

BBC-ი წერს, რომ მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტით ხორციელდება. თუმცა, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია.

რეგიონიდან ენერგომომარაგების მნიშვნელოვანი შეფერხება მთელ მსოფლიოში მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ფასების ზრდის რისკს ქმნის.

The post მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა appeared first on TV 4.


რელევანტური