“დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, თანხმობით, სიკეთით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე — Cnoba

პარალელი სიახლე 08 Mar 2026, 19:02

სააგენტო "პარალელი" “დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, თანხმობით, სიკეთით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე “ოპოზიციის ალიანსმა”, დაფუძნების შემდეგ, პირველი საჯარო შეხვედრა-დისკუსია გამართა საზოგადოებასთან. ალიანსის მიზანსა და ძირითად პრინციპებზე ისაუბრა “ოპოზიციის ალიანსი” – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ: “ჩვენ გვაერთიანებს მთავარი მიზანი, მისიაც შეგვიძლია ვუწოდოთ, რაც ჩვენს თაობას აქვს, რომ ქვეყანაში აღვადგინოთ სამათლიანობა, დავასრულოთ დაპირისპირება, წინ წავიდეთ სწრაფი განვითარების გზით, წავიდეთ დასავლური ცივილიზაციის მიმართულებით, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია. ამ ყველაფერში […] “დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, თანხმობით, სიკეთით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, თანხმობით, სიკეთით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე

“ოპოზიციის ალიანსმა”, დაფუძნების შემდეგ, პირველი საჯარო შეხვედრა-დისკუსია გამართა საზოგადოებასთან. ალიანსის მიზანსა და ძირითად პრინციპებზე ისაუბრა “ოპოზიციის ალიანსი” – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ:

ჩვენ გვაერთიანებს მთავარი მიზანი, მისიაც შეგვიძლია ვუწოდოთ, რაც ჩვენს თაობას აქვს, რომ ქვეყანაში აღვადგინოთ სამათლიანობა, დავასრულოთ დაპირისპირება, წინ წავიდეთ სწრაფი განვითარების გზით, წავიდეთ დასავლური ცივილიზაციის მიმართულებით, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია. ამ ყველაფერში გვიპირისპირდება ბოროტების მანქანა, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ამ ბოროტებას ჩვენ ვუპირისპირებთ სიკეთეს იმიტომ, რომ ბოროტებას ბოროტება ვერ დაამარცხებს, მხოლოდ სიკეთე დაამარცხებს.

აი ამ შინაარსით ვართ დღეს აქ და რაც მთავარია ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებზეც დღეს დგას საქართველოს ბედი, რომლებიც წელიწადზე მეტი ხანია პროტესტში იღებენ მონაწილეობას, რომ დაიცვან საკუთარი სამშობლოს ღირსება.

ძალიან მიხარია, რომ პირველი შეხვედრა, პირველი ნაბიჯი, რომელსაც “ოპოზიციის ალიანსი” დგამს, ეძღვნება საზოგადოებასთან შეხვედრას, ვისზეც დგას დღეს ქართული დემოკრატია. 

დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, თანხმობით, სიკეთით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რეგიონის თავაწეული ლიდერი სახელმწიფო, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა ქართულ ოჯახს მოუტანს შედეგს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, თანხმობით, სიკეთით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე
პარალელი


რელევანტური