სააგენტო "პარალელი"
“სხვა დრო მოძებნეთ უკანალის სათამაშოდ, ზოგიერთო ე.წ. პოლიტიკოსო თუ “საზოგადო მოღვაწევ” – ნინო ჯანგირაშვილი
დიდი გაერთიანების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“აღმოვაჩინე, რომ მე ჩემი დროითი ბარიერი ჩამომიყალიბდა პოლიტიკოსების და ნებისმიერი ადამიანის შესაფასებლად – 2024 წლის 28 ნოემბერი. ეს იყო დღე, როცა თავხედურად, ცინიკურად, ველურად, დამპყრობლურად, ნაძირლურად, ღიად გადაუარეს ქართველების ნებას, ოფიციალურად შეუცვალეს კურსი ქვეყანას, წაიყვანეს უფსკრულისკენ და ოფიციალურად დაიწყეს დიქტატურის დამყარება. ჩემთვის მთავარია ვინ რას აკეთებს ამ დღის მერე, რამდენად ადეკვატურია და რამდენად მზად არის იბრძოლოს ამ ჯოჯოხეთის წინააღმდეგ.
იმის თქმა მინდა, რომ უკანალის თამაშები, იიიი, ნაცებთან არ დავდგები თუ არ დავჯდები, ის ასეთია, მე ესეთი ვარ და შემომხედეთ რა კარგი ვარ, გულს მირევს. სხვა დრო მოძებნეთ უკანალის სათამაშოდ, ზოგიერთო ე.წ. პოლიტიკოსო თუ “საზოგადო მოღვაწევ“. ახლა ეს თამაშები ან სრულ უტვინობას ნიშნავს, ან მავნებლობას.
ყველა რესურსი უნდა გაერთიანდეს, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს და ვინც ამ პროცესში მავნებლობას აპირებს, ძალიან ცუდად მოეკითხება.
P.S. მოდი, რადგან არ მიყვარს ქარაგმებით ლაპარაკი და “დღეს არ ვიტყვი ხვალ ვიტყვი“ ბაზარი, პირდაპირ ვიტყვი ამ ეტაპზე ვის ვგულისხმობ: ანა დოლიძეს, გახარიას და ლელოს. შეიძლება სხვებიც არიან, მაგრამ ამ მომენტში არ მახსენდებიან. იაგოები ისედაც არ ითვლებიან და არაფერში არ წერიან“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეიავუქის პირად გვერდზე.
“სხვა დრო მოძებნეთ უკანალის სათამაშოდ, ზოგიერთო ე.წ. პოლიტიკოსო თუ “საზოგადო მოღვაწევ” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი