პაატა ალავერდაშვილი სავარაუდოდ დაკავებულია, დავით ჩხეიძე კი გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა — Cnoba

News.ge სიახლე 08 Mar 2026, 20:48

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაკავებულია პაატა ალავერდაშვილი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დავით ჩხეიძე კი პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა. როგორც დავით ჩხეიძე Facebook live-ში აცხადებს, ის პოლიციელებმა საპროტესტო აქციიდან წამოსვლის შემდეგ გააჩერეს და როგორც ალკო ასევე ნარკოტესტზე გადაამოწმეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ არასოდეს არანაირი ნარკოტიკი არ მიუღია. Facebook live-ში ჩანს, რომ ჩხეიძე ადგილზე […]

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაკავებულია პაატა ალავერდაშვილი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დავით ჩხეიძე კი პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა.

როგორც დავით ჩხეიძე Facebook live-ში აცხადებს, ის პოლიციელებმა საპროტესტო აქციიდან წამოსვლის შემდეგ გააჩერეს და როგორც ალკო ასევე ნარკოტესტზე გადაამოწმეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ არასოდეს არანაირი ნარკოტიკი არ მიუღია.

Facebook live-ში ჩანს, რომ ჩხეიძე ადგილზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

Tvpirveli.ge დამატებით დეტალებს ამ წუთებში არკვევს.  ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


რელევანტური