“ან ტრადიციებს როგორ სცემენ პატივს, როცა ატირებულ ბავშვებს სახლშიც არ უშვებენ და მამის ტყუილად დაპატიმრებას აჩვენებენ” – ხატია დეკანოიძე — Cnoba

პარალელი სიახლე 09 Mar 2026, 10:43

სააგენტო "პარალელი" “ან ტრადიციებს როგორ სცემენ პატივს, როცა ატირებულ ბავშვებს სახლშიც არ უშვებენ და მამის ტყუილად დაპატიმრებას აჩვენებენ” – ხატია დეკანოიძე სამოქალაქო აქტივისტების დავით ჩხეიძისა და პაატა ალავერდაშვილის დაკავების ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე: “როგორ არიან ძლიერები, როცა ორ აქტიურ პროტესტის მონაწილეს აბსურდული ბრალით ბავშვების თვალწინ იჭერენ. ან ტრადიციებს როგორ სცემენ პატივს, როცა ატირებულ ბავშვებს სახლშიც არ უშვებენ და მამის ტყუილად დაპატიმრებას აჩვენებენ. ნამდვილი ძლევამოსილებაა ბავშვებიანი მანქანის გაჩერება“, – წერს ხატია […] “ან ტრადიციებს როგორ სცემენ პატივს, როცა ატირებულ ბავშვებს სახლშიც არ უშვებენ და მამის ტყუილად დაპატიმრებას აჩვენებენ” – ხატია დეკანოიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ან ტრადიციებს როგორ სცემენ პატივს, როცა ატირებულ ბავშვებს სახლშიც არ უშვებენ და მამის ტყუილად დაპატიმრებას აჩვენებენ” – ხატია დეკანოიძე

სამოქალაქო აქტივისტების დავით ჩხეიძისა და პაატა ალავერდაშვილის დაკავების ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე:

როგორ არიან ძლიერები, როცა ორ აქტიურ პროტესტის მონაწილეს აბსურდული ბრალით ბავშვების თვალწინ იჭერენ.

ან ტრადიციებს როგორ სცემენ პატივს, როცა ატირებულ ბავშვებს სახლშიც არ უშვებენ და მამის ტყუილად დაპატიმრებას აჩვენებენ.

ნამდვილი ძლევამოსილებაა ბავშვებიანი მანქანის გაჩერება“, – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

 

ინფორმაციისთვის: 8-9 მარტს ღამით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სამოქალაქო აქტივისტი, დავით ჩხეიძის მანქანა გააჩერეს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

ჯერ შემამოწმეს ალკოტესტზე, რომელიც არ დადასტურდა. ამ დროს მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და პაატას უთხრა, რომ გადმოსულიყო მანქანიდან და იქვე დააკავეს, შეურაცხყოფა მოგვაყენაო. ჩემი თანდასწრებით ასეთი არაფერი გამიგია.

შემდეგ მოვიდა კიდევ გამომძიებელი და მითხრა, რომ ნარკოტესტზე უნდა შევემოწმებინე. მოიტანეს ნარკოტესტი, შემამოწმეს, დიდხანს არ დაბრუნდნენ, თითქმის ნახევარი საათი. შემდეგ მობრუნდნენ და მითხრეს, რომ დადებითია ტესტიო, ამფეტამინზე.

გადმომიყვანეს ნარკოლოგიურში, შემამოწმეს დეტალურად, მაგრამ არ დადასტურდა, ამ ეტაპზე… იმ ანალიზებით, რაც ჩავაბარე, არ დადასტურდა“, – განაცხადა დავით ჩხეიძემ ჟურნალისტებთან.

“ან ტრადიციებს როგორ სცემენ პატივს, როცა ატირებულ ბავშვებს სახლშიც არ უშვებენ და მამის ტყუილად დაპატიმრებას აჩვენებენ” – ხატია დეკანოიძე
პარალელი


რელევანტური