საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში იასპარეზებს — Cnoba

GuriaNews სიახლე 08 Mar 2026, 14:01

ავჭალის სტადიონზე „რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 53:30, დასრულდა, რითაც ქართველებმა რაგბი ევროპის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. „ბორჯღალოსნებსა“ და „მუხებს“ შორის ტრადიციულად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც უკვე მეცხრამეტედ საქართველოს ნაკრებმა დაისაკუთრა. მატჩით ალექსანდრე თოდუა და შალვა მამუკაშვილი ოფიციალურად გააცილეს სანაკრებო კარიერიდან. ფინალი 15 მარტს მადრიდში გაიმართება და […] The post საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში იასპარეზებს appeared first on გურია ნიუსი.

ავჭალის სტადიონზე „რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 53:30, დასრულდა, რითაც ქართველებმა რაგბი ევროპის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

„ბორჯღალოსნებსა“ და „მუხებს“ შორის ტრადიციულად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც უკვე მეცხრამეტედ საქართველოს ნაკრებმა დაისაკუთრა.
მატჩით ალექსანდრე თოდუა და შალვა მამუკაშვილი ოფიციალურად გააცილეს სანაკრებო კარიერიდან.

ფინალი 15 მარტს მადრიდში გაიმართება და საქართველო ტურნირის ჩემპიონობას ზედიზედ მეცხრედ, სულ კი მეთვრამეტედ შეეცდება.

The post საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში იასპარეზებს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური