კობა კობალაძემ ჟურნალისტ ქალბატონებს, 8 მარტი ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებით მიულოცა — Cnoba
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა და იმ ჟურნალისტ ქალბატონებს უმასპინძლა, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა, ომის მონაწილის სტატუსს ოფიციალურად არ ფლობდნენ. ‘’კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ვეტერანთა ღირსეულ, უკვე თქვენ საკუთარ ოჯახში,’’- ასე მიესალმა ქალბატონებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. მან, სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია და ესაუბრა სამსახურის ჩამოყალიბების ისტორიაზე, განვითარების დინამიკაზე, ადმინისტრაციულ მოწყობაზე, იმ სოციალურ თუ ჯანდაცვის პროექტებზე, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის… The post კობა კობალაძემ ჟურნალისტ ქალბატონებს, 8 მარტი ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებით მიულოცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი -…