კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელიას ხსოვნას პატივი მიაგო — Cnoba
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან, ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორთან, ედუარდ ჯიშკარიანთან და ვეტერანებთან ერთად, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, მამუკა კეკელიას ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. მამუკა კეკელია აფხაზეთიდან იყო და აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, იგი პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა და, მოგვიანებით, ტყვედ ჩავარდა. მან, ტყვეობაში, დაახლოებით სამი წელი გაატარა. აფხაზეთის ომს შეეწირა მამუკა კეკელიას დედის სიცოცხლე. მამუკა კეკელია, უკრაინაში, 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა. ის უკრაინის არმიის… The post კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელიას ხსოვნას პატივი მიაგო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.