ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე,საკრებულოს წევრებთან ერთად „ბოლნისის ცენტრალურ კლინიკას“ ეწვია და სამუშაოგარემოში დარეჯან ჩხეტიანს და მის თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღემიულოცა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 08 Mar 2026, 11:45

დარეჯან ჩხეტიანი „ბოლნისის ცენტრალური კლინიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დასამეანო-გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია. მისი პროფესიულისაქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში უკავშირდება ახალ სიცოცხლესა დაადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას – ექიმის ხელში ათასობით ბავშვი დაიბადა.იგიასევე იყო საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის წევრი და 2000–2004 წლებშიბოლნისის საკრებულოს წევრი. „8 მარტი მსოფლიოში ქალთა უფლებებისა და მათი მიღწევების აღიარების დღეა, თუმცაჩვენთვის ეს, პირველ რიგში, იმ ქალების დაფასების...

დარეჯან ჩხეტიანი „ბოლნისის ცენტრალური კლინიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და
სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია. მისი პროფესიული
საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში უკავშირდება ახალ სიცოცხლესა და
ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას – ექიმის ხელში ათასობით ბავშვი დაიბადა.იგი
ასევე იყო საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის წევრი და 2000–2004 წლებში
ბოლნისის საკრებულოს წევრი.

„8 მარტი მსოფლიოში ქალთა უფლებებისა და მათი მიღწევების აღიარების დღეა, თუმცა
ჩვენთვის ეს, პირველ რიგში, იმ ქალების დაფასების შესაძლებლობაა, რომლებიც
საკუთარი საქმითა და თავდადებით უკეთესს ხდიან ჩვენს საზოგადოებას.როდესაც
ქალის განსაკუთრებულ როლზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ
ყველასთვის საყვარელი ადამიანი-ქალბატონი დარეჯან ჩხეტიანი. ასევე, გულითადად
ვულოცავ 8 მარტს ყველა ქალს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ სითბოსა და
წარმატებას. „- აღნიშნა გიორგი სვანიძემ

შეხვედრის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ
დარეჯანსა და მისი გუნდის წევრებს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ
საზოგადოებისთვის გაწეული პროფესიული საქმიანობით შეაქვთ.

საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დღესასწაული სავადმყოფოს თანამშრომელ
ქალებს მიულოცეს-საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ, ქალაქ ბოლნისის მაჟორიტარმა თეიმურაზ ჯოხაძემ, ფრაქცია „ხალხის
ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძემ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძემ.


რელევანტური