ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბოლნისისმუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა დამიღების წესში ცვლილებები დაამტკიცეს — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 27 Feb 2026, 08:19

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაცსაკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა. სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივიბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში.“ ცვლილებებისმიზანია სოციალური პროგრამების გაუმჯობესება და დახმარების უფრო ეფექტურადმიწოდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გაფართოვდა „პოზიტიური მშობლობის“ პროგრამა -დაემატა ჯგუფური პრევენციულიკონსულტაციები ფსიქოლოგების ჩართულობით.„ეს გადაწყვეტილებები ჩვენი გუნდის სტრატეგიის ნაწილია, რათა სოციალურიპროგრამები ეფექტიანი,...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა.

სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში.“ ცვლილებების
მიზანია სოციალური პროგრამების გაუმჯობესება და დახმარების უფრო ეფექტურად
მიწოდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

გაფართოვდა „პოზიტიური მშობლობის“ პროგრამა -დაემატა ჯგუფური პრევენციული
კონსულტაციები ფსიქოლოგების ჩართულობით.
„ეს გადაწყვეტილებები ჩვენი გუნდის სტრატეგიის ნაწილია, რათა სოციალური
პროგრამები ეფექტიანი, თანამედროვე და მოქალაქეებზე ორიენტირებული იყოს.“ –
აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ

საკრებულომ მხარი დაუჭირა 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს
შორის თანამშრომლობას, რომლის მიხედვითაც დმანისის მუნიციპალიტეტი ბოლნისის
რაგბის კლუბს 100 000 ლარით დააფინანსებს.

საკრებულოს საქმიანობის ეფექტიანობის მიზნით განხორციელდა საწვავისა და
სასაუბრო ლიმიტებთან დაკავშირებული ცვლილებებიც.


რელევანტური