აღმოჩენილია მინი ოლიგარქების უბანი – ვინ ფლობს თბილისის შუაგულში აპარტამენტებს (ვიდეო) — Cnoba

News.ge ვიდეო 07 Mar 2026, 18:27

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, თბილისის შუაგულში, მირზა შაფის ქუჩაზე მინი ოლიგარქების ახალი უბანი გაჩნდა. TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აპარტამენტები უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღდეგ დაწესებული მასშტაბური სანქციების შემდეგაა შეძენილი. ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში ოთარ ფარცხალაძის მეუღლე, ეკატერინე ჩხიკვიშვილი დაიდებს ბინას. “შაბათის ეთერმა” გაარკვია, რომ მან 127 კვადრატული მეტრის აპარტამენტი 2024 წლის დეკემბერში იყიდა. ამ დროს ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ უკვე ფინანური სანქციები მოქმედებდა. პაატა […]

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, თბილისის შუაგულში, მირზა შაფის ქუჩაზე მინი ოლიგარქების ახალი უბანი გაჩნდა. TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აპარტამენტები უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღდეგ დაწესებული მასშტაბური სანქციების შემდეგაა შეძენილი.

  • ელიტურ საცხოვრებელ  კომპლექსში ოთარ ფარცხალაძის მეუღლე, ეკატერინე ჩხიკვიშვილი დაიდებს ბინას. “შაბათის ეთერმა” გაარკვია, რომ მან 127 კვადრატული მეტრის აპარტამენტი 2024 წლის დეკემბერში იყიდა. ამ დროს ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ უკვე ფინანური სანქციები მოქმედებდა.
  • პაატა გამგონეიშვილი ქართველი მილიარდერია მოსკოვიდან, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, რუს ოლიგარქებთან კავშირშია. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მან თბილისში ლისის ტბასთან სამეფო სასახლე აიშენა, თუმცა პუტინის მხარდამჭერი ოლიგარქების დახმარებაში მხილებული ბიზნესმენს კიდევ ერთი რეზიდენცია, აქ თბილისის მინი ოლიგარქების უბანში იქნება. “შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა, რომ მირზა შაფის ქუჩაზე გამგონეიშვილმა მეხუთე სართულზე 447 კვადრატული მეტრი რეზიდენცია და სამი ავტოსადგომი ასევე რუსეთ-უკრაინის ომის შემდგ, 2024 წელს იყიდა.
  • “ნოდარ მელაძის შაბათის” გუნდმა გაარკვია ისიც, რომ მირზა შაფის ქუჩაზე ელიტური საცხოვრებელ კომპლექსში 318 კვადრატულ მეტრ აპარტამენტი და ორი ავტოსადგომი რომან აბრამოვიჩის პარტნიორის თეიმურაზ მარდახიაშივლს ახლო ნათესავის ნანა მარდახიაშვილის სახელზეა გაფორმებული.  ნანა მარდახიაშივლი, რომლის სახელზეც ეს ქონებაა გაფორმებული, ერთ ერთ ჟურნალისტური გამოძიებაში ადასტურებდა, რომ ის თეიმურაზ მარდახიაშვილის წარმომადგენელია.
  • მირზა შაფის ქუჩაზე იგივე კომპლექსში ფლობს რეზიდენციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი კახი ბექაური346 კვადრატული მეტრი აპარტამენტები ორ ავტოსადგომთან ერთად ბექაურის კომპანიის სახელზეა გაფორმებული. 

მირზა შაფის ქუჩაზე მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, მინი ოლიგარქების სამიზნე ბოტანიკის ინსტიტუტის შენობაც გახდეს, რომელიც კომპლექსის გვერდით მდებარეობს.

ეს კითხვა აქტუალრი მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა  დააანონსა და თქვა რომ ხელშეუხებელი მხოლოდ თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსები იქნება.


რელევანტური