ტრამპი აშშ-ის ჯარების ირანში განლაგებას განიხილავს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 07 Mar 2026, 09:24

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ჯარების ირანში განლაგებას განიხილავს. ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს. როგორც „ენბისი ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, დონალდ ტრამპი კერძო საუბრებში სერიოზულ დაინტერესებას გამოხატავს ირანის ტერიტორიაზე შეზღუდული ამერიკული კონტინგენტის განლაგებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტი ამ იდეას განიხილავს თავის თანაშემწეებსა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან. წყაროების თქმით, საუბრებში პრეზიდენტი თანაშემწეებს ომის შემდგომი ირანის თავისეულ ხედვას უზიარებს, კერძოდ, მისი თქმით, ეს იქნება ქვეყანა, სადაც ირანული ურანი უსაფრთხო იქნება, ხოლო აშშ და ახალი ირანი ნავთობის წარმოების კუთხით ითანამშრომლებენ, აშშ-ვენესუელას ამჟამინდელი ურთიერთობის მსგავსად. The post ტრამპი აშშ-ის ჯარების ირანში განლაგებას განიხილავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური