“საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება”- შვედეთის საგარეო სამინისტრო — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
06 Mar 2026, 16:40
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. „მმართველი პარტიის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის ფაქტობრივად ყველა სახის უცხოურ დაფინანსებას ზღუდავს, კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს ძირითად სამოქალაქო აქტივობებს და პოლიტიკურ საქმიანობას ხელს უშლის“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეს შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და საქართველოს მიერ აღებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან“. The post “საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება”- შვედეთის საგარეო სამინისტრო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.