“ქალბატონი ელენე აღარ გვყავს” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია — Cnoba
elNewsსიახლე06 Mar 2026, 12:11
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-ხელოვნებათმცოდნე ელენე მაჭავარიანი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ელენე მაჭავარიანი იყო ქართული დამწერლობის, კალიგრაფიის, ხელნაწერი წიგნის მინიატურის აღიარებული და ღვაწლმოსილი მკვლევარი, ცენტრის უხუცესი თანამშრომელი (დღიდან დაარსებისა), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. ცენტრი სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ახლობლებს, ნათესავებსა და კოლეგებს. The post “ქალბატონი ელენე აღარ გვყავს” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია appeared first on elNews.ge.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-ხელოვნებათმცოდნე ელენე მაჭავარიანი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ელენე მაჭავარიანი იყო ქართული დამწერლობის, კალიგრაფიის, ხელნაწერი წიგნის მინიატურის აღიარებული და ღვაწლმოსილი მკვლევარი, ცენტრის უხუცესი თანამშრომელი (დღიდან დაარსებისა), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.
ცენტრი სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ახლობლებს, ნათესავებსა და კოლეგებს.