| ონლაინ სივრცეში ფასდაკლებები იმდენად ხშირია, რომ ზოგჯერ სკეპტიკურადაც კი უყურებ – მართლა ზოგავ, თუ უბრალოდ “ლამაზად შეფუთულ” შეთავაზებას ხედავ? ამ კითხვაზე ყველაზე სწორი პასუხი პრაქტიკაში ჩანს. სწორედ ამიტომ, მოდი პირდაპირ extra.ge-ის მაგალითზე განვიხილოთ – არის თუ არა ონლაინ ფასდაკლება რეალური სარგებელი.
ფასდაკლება, რომელიც რეალურად ამცირებს შენს ხარჯს ფასების ფსიქოლოგია მარტივია: როცა ხედავ ძველ, გადახაზულ ფასს და მიმდინარე დაბალ შეთავაზებას, გიჩნდება შეგრძნება, რომ იგებ. მაგრამ რეალური მოგება მაშინ იწყება, როცა, საბოლოოდ, ნაკლებს იხდი. Extra-ზე ხშირია შემთხვევა, როცა პროდუქტი უკვე ფასდაკლებულია, სააქციო შეთავაზების ფასშია და ამას ემატება ბარათის ქეშბექი. ეს იმას ნიშავს, რომ იღებ ორმაგ სარგებელს:
ეს აღარ არის მხოლოდ მარკეტინგული მესიჯი – ეს არის რეალური თანხა, რომელიც შენს ბიუჯეტში დარჩება. ორმაგი სარგებელი ძვირადღირებული ნივთის შეძენისას ფასების ფსიქოლოგია განსაკუთრებით მუშაობს მაშინ, როცა დიდი შენაძენის გაკეთებას აპირებ. მაგალითად, თუ ყიდულობ ტექნიკას, ავეჯს ან სხვა მაღალი ღირებულების პროდუქტს, 5-10%-იანი სხვაობაც კი სოლიდურ თანხას ნიშნავს. როცა აქციას ემატება ქეშბექი, შენ ნაწილობრივ იბრუნებ დახარჯულ თანხას, ეს ფული კი მომავალი შენაძენისთვის შეგიძლია გამოიყენო. Extra-ზე მომხმარებლებს 500+ ლარიანი ქეშბექითაც უსარგებლიათ, რაც ცხადყოფს, რომ საუბარი არ არის სიმბოლურ ბონუსზე – ეს უკვე რეალური ფინანსური სარგებელია მომხმარებლებისთვის. ზოგადად, ფასდაკლებების მიმართ სკეპტიციზმი ჩნდება მაშინ, როცა საწყისი ფასი ხელოვნურად გაზრდილია. მაგრამ როცა შეთავაზება ეფუძნება კონკურენტულ ფასს და დამატებით ბონუსსაც გაძლევს, შენ როგორც მომხმარებელი რეალურად იგებ. extra-ის შეთავაზებების შემთხვევაში შეგიძლია:
ამ დროს ფასდაკლება უკვე ფსიქოლოგიური ეფექტი კი არა, ფინანსური შედეგია. განსაკუთრებული პერიოდები – მაქსიმალური სარგებელი ტრადიციულად, ექსტრას დაბადების დღე 28 თებერვალს განსაკუთრებული შეთავაზებებით აღინიშნება. ამ დღეს მომხმარებლები ხშირად სარგებლობენ ერთდროულად ფასდაკლებით და ქეშბექით, რაც წლის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან პერიოდად ითვლება დიდი შენაძენებისთვის. თუ ბინის მოწყობას, ტექნიკის განახლებას ან სოლიდურ ინვესტიციას გეგმავ, მსგავსი კამპანიები საშუალებას გაძლევს მაქსიმალურად გამოიყენო შენი ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, ონლაინ ფასდაკლებები შეიძლება სადმე ნამდვილად იყოს უბრალოდ სარეკლამო ხრიკი, მაგრამ არა მაშინ, როცა სანდო ონლაინ მაღაზიაში რეალურად ნაკლებს იხდი და თანხას უკანაც იბრუნებ. ექსტრას მაგალითი აჩვენებს, რომ მათ ონლაინ სივრცეში ფასდაკლება ნამდვილად მუშაობს მომხმარებლის სასარგებლოდ. როცა შეთავაზება აერთიანებს ფასდაკლებას და ქეშბექს, ეს უკვე არა ფსიქოლოგიური ილუზია, არამედ რეალური ეკონომიაა და სწორედ ეს არის ჭკვიანი ონლაინ შოპინგის არსიც. |
The post ონლაინ ფასდაკლებები – მარკეტინგული ხრიკი თუ რეალური სარგებელი? appeared first on გურია ნიუსი.