დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება — Cnoba

GuriaNews სიახლე 05 Mar 2026, 11:28

ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები. ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენელმა, დავით ალავიძემ ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მისი კომპანიის პროდუქტიც 80% იყიდება აქციით. „ე.წ. „ქეშბექი“ თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები. ღრმა ფასდაკლებები […] The post დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება appeared first on გურია ნიუსი.

ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები. ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენელმა, დავით ალავიძემ ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისი კომპანიის პროდუქტიც 80% იყიდება აქციით.

„ე.წ. „ქეშბექი“ თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები. ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება.

ჩვენ რომ ვამბობთ, რომ პროდუქციის 80% იყიდება აქციით, 20% ხომ აქციის გარეშე იყიდება. აქციით თუ რაღაც 12 ლარი ღირს, აქციის გარეშე ღირს 18 ლარი. ყველა ვერსიით გასაშუალოვდება ფასი და მთელი წელი იქნება ან 14, ან 15 ლარი. მაგრამ დავივიწყებთ 18 ლარსაც, დავივიწყებთ 12 ლარსაც. თუ ეს ფასდაკლებები მოიხსნება, საშუალო ფასი აიწევს. რაც შეეხება იმას, დავკარგავთ თუ არა მომხმარებლის ნაწილს, ალბათ ლოიალური მყიდველი დარჩება, რაღაც პროცენტი გადავა სხვა პროდუქტზე. მყიდველის რაღაც კატეგორია ორიენტირებულია ალბათ იმ ფასის სეგმენტზე, რაც იყო მაქსიმალური ფასდაკლების დროს. შესაბამისად მოძებნის იგივე საფასო კატეგორიის ალტერნატივას“, – განაცხადა ალავიძემ.

The post დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური