უროლოგიის ცენტრში 23 წლის ქალი დაიღუპა – ოჯახი ექიმის დასჯას ითხოვს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 06 Mar 2026, 11:36

თბილისში, უროლოგიის ცენტრში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ 23 წლის ქალი დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახი მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს და ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. დაღუპულის ოჯახის წევრები ცოტა ხნის წინ კლინიკაში მივიდნენ და ინვენტარის დაზიანება სცადეს, რის გამოც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ოჯახი ამბობს, რომ 23 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გეგმიურ ოპერაციაზე შეიყვანეს, მას ყველა საჭირო გამოკვლევა ჰქონდა ჩატარებული და როგორც თავადვე ამბობენ, ექიმებმა დაარწმუნეს, რომ გართულებები მოსალოდნელი არ იყო. თუმცა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ქალს გართულებები დაეწყო და გარდაიცვალა. პაციენტს შარდ-კენჭოვანი ოპერაცია ჩაუტარდა – საუბარია ლაზერით დაშლაზე. კლინიკის ხელმძღვანელობის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა… The post უროლოგიის ცენტრში 23 წლის ქალი დაიღუპა – ოჯახი ექიმის დასჯას ითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური