„თქვენ აღმოჩნდებით გარანტირებული სიკვდილის წინაშე“ – ტრამპი ირანს — Cnoba
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის რევოლუციურ გვარდიას იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ ისინი დაიხოცებიან. „მოვუწოდებ ირანის რევოლუციური გვარდიის ყველა წევრს, სამხედროებსა და პოლიციას, დაყარონ იარაღი. ისინი მხოლოდ დაიხოცებიან. თქვენ იქნებით სრულიად უსაფრთხოდ, სრული იმუნიტეტით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირისპირ აღმოჩნდებით გარანტირებული სიკვდილის წინაშე. მე არ მინდა ამის ხილვა და არც მათ სურთ. ასევე მოვუწოდებთ ირანელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში, მოითხოვონ თავშესაფარი და დაგვეხმარონ ახალი და უკეთესი ირანის ჩამოყალიბებაში. ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს, რომ ვინც არ უნდა ჩაუდგეს სათავეში ირანს, აღარ დაემუქროს ამერიკას ან მის მეზობლებს, ისრაელსა თუ სხვებს”, – ასეთია ტრამპის გზავნილი The post „თქვენ აღმოჩნდებით გარანტირებული სიკვდილის წინაშე“ – ტრამპი ირანს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.