"2012 წელს ჩავატარეთ სრული სკრინინგი და ყოველ მეორე პატიმარს ჰქონდა C ჰეპატიტი - ეს იყო ადამიანების სიკვდილისთვის გამეტება, სწორედ აქედან დაიწყო C ჰეპატიტის ის პროგრამა, რომლითაც ასე ვამაყობთ" - სოზარ სუბარი
სოზარ სუბარის განცხადებით, 2012 წელს პენიტენციურ სისტემაში სკრინინგისას ყოველ მეორე პატიმარს C ჰეპატიტი ჰქონდა, რაც მისი შეფასებით ადამიანების სიკვდილისთვის გამეტება იყო. მისი თქმით, სწორედ ციხეებიდან დაიწყო ელიმინაციის პროგრამა, რომლითაც საპატიმროებში 5 000-ზე მეტი პირი განიკურნა.
იხილე სრულად: news.ge ↗