საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი-ს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურში მდებარე ელიტ-ელექტრონიქსი-ს მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 10 ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ მალევე დაადგინა დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა და ისინი ბრალდებულების სახით დააკავა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სათავსოებში ნაქურდალი ლეპტოპები ნივთმტკიცებად სრულად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი-ს მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.