პოლიციამ თბილისში, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა
შსს-ს ცნობით, პოლიციამ თბილისში, მარკეტიდან 1 700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს მოპარვისა და იმავე დღეს სხვა მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილე სრულად: news.ge ↗