“რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია?” – ზურაბ ბატიაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 01 Mar 2026, 11:47

სააგენტო "პარალელი" “რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია?” – ზურაბ ბატიაშვილი ზურაბ ბატიაშვილი პუნქტობრივ განმარტებებს აკეთებს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით: “რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია? – იმ ომის პირველივე დღეს, რომლისთვისაც მხარეები ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდნენ, ქვეყნის ლიდერის ლიკვიდაცია ნიშნავს იმას, რომ მეორე მხარე (ამ შემთხვევაში ისრაელი და აშშ. და ისრაელს პირველ რიგში შემთხვევით არ ვწერ) საუკეთესოდ შეხვდა გადამწყვეტ მომენტს. მათ […] “რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია?” – ზურაბ ბატიაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია?” – ზურაბ ბატიაშვილი

ზურაბ ბატიაშვილი პუნქტობრივ განმარტებებს აკეთებს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით:

რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია?

– იმ ომის პირველივე დღეს, რომლისთვისაც მხარეები ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდნენ, ქვეყნის ლიდერის ლიკვიდაცია ნიშნავს იმას, რომ მეორე მხარე (ამ შემთხვევაში ისრაელი და აშშ. და ისრაელს პირველ რიგში შემთხვევით არ ვწერ) საუკეთესოდ შეხვდა გადამწყვეტ მომენტს. მათ არამარტო ჰქონდათ ზუსტი სადაზვერვო სახის ინფორმაცია სად და როდის იმყოფებოდა ხოლმე მოწინააღმდეგე მხარის ლიდერი, არამედ უზუსტესად შეძლეს ამ ინფორმაციის რეალიზაცია (ანუ დასაწყისშივე მოახდინეს მოწინააღმდეგე მხარის ლიდერის ლიკვიდაცია);

– სულიერი ლიდერის ლიკვიდაციამ აჩვენა, რომ ისრაელ-აშშ-ს მთავარი მიზანი ამ ომში უკვე არა ბირთვული პროგრამის ან ფრთოსანი რაკეტების წარმოების შეჩერებაა, არამედ რეჟიმის ცვლილებაა ირანში და ამ მიმართულებით სიურპრიზები კიდევ მოსალოდნელია;

– რა თქმა უნდა, სულიერი ლიდერის ლიკვიდაცია არ ნიშნავს რეჟიმის უცებ ჩამოშლას. მაგრამ ეს არის სერიოზული ბზარი, რომელიც ისრაელმა და აშშ-მა გააჩინეს რეჟიმის შიგნით, მითუმეტეს ახლა, როდესაც ჯერ კიდევ ომის პირველი დღეებია;

– სულიერი ლიდერის გარდა მოხდა კიდევ არაერთი სამხედრო-პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირის ლიკვიდაცია, რაც ერთის მხრივ აჩენს შიშს რეჟიმის შიგნით და მეორეს მხრივ, შეიძლება გააჩინოს შიდა დაპირისპირება, რაც ნამდვილად არ მოემსახურება რეჟიმის განმტკიცების საქმეს;

– ირანის ზომის და წონის (ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი ქვეყანა 90 მილიონი მოსახლეობით) ქვეყნის პირველი პირის ფიზიკური ლიკვიდაცია აჩენს შიშს მთელ მსოფლიოში (განსაკუთრებით არადემოკრატიულ ლიდერებში), რომ ერთ დღესაც შეიძლება მათი ჯერი დადგეს. ჩემი თუ არ გჯერათ, რუსებისა და რუსქოცების რეაქციებს შეხედეთ.

გაგრძელება იქნება“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია?” – ზურაბ ბატიაშვილი
პარალელი


რელევანტური