“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა — Cnoba

GuriaNews სიახლე 05 Mar 2026, 18:15

მთავრობის ადმისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ […] The post “შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა appeared first on გურია ნიუსი.

მთავრობის ადმისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

The post “შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური