უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
05 Mar 2026, 12:53
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. თითოეულმა მხარემ 200 სამხედრო ტყვე გაათავისუფლა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტყვეთა გაცვლის პროცესი არაბეთის გაერთიანებული საამიროების და აშშ-ის შუამავლობით მოხდა. როგორც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, ჟენევაში მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, 5-6 მარტს 500-500 ტყვეს გათავისუფლება იგეგმება. უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლა ბოლოს 5 თებერვალს მოხდა. მაშინ თითოეულმა მხარემ 157 სამხედრო ტყვე გაათავისუფლა. ასევე უკრაინამ რუსეთს კურსკის ოლქის სამი მკვიდრი გადასცა. The post უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.