ბოლნისში გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადების სამუშაო შეხვედრა გაიმართა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 05 Mar 2026, 11:29

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს გრძელვადიანი განვითარების ხედვის ფორმირების პროცესი, სამუშაო ეტაპები, დოკუმენტის მომზადების ვადები, ასევე, ძირითადი მიზნები და ამოცანები. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს გრძელვადიანი განვითარების ხედვის ფორმირების პროცესი, სამუშაო ეტაპები, დოკუმენტის მომზადების ვადები, ასევე, ძირითადი მიზნები და ამოცანები.

სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, აღნიშნა, რომ დოკუმენტი უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის რეალურ საჭიროებებს, არსებულ რესურსებსა და განვითარების პოტენციალს.

სამუშაო ჯგუფმა განსაზღვრა მომდევნო ნაბიჯები და შეთანხმდა აქტიურ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, რათა შემუშავდეს გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული განვითარების გეგმა.


რელევანტური