“ტექინსპექტირების საფასური 50%-ით უნდა გაიზარდოს”- გიორგი შიოლაშვილი — Cnoba

MegaTV სიახლე 05 Mar 2026, 11:22

“ტექინსპექტირების საფასური 50%-ით უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტორს ოპერირება გაუჭირდება” – ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. შიოლაშვილის განცხადებით, უცვლელი ტარიფი პირდაპირ აისახება ცენტრების თანამშრომელთა ხელფასებზე. “ეს ნიშნული ძალიან დიდი პრობლემაა ზოგადად ტექინსპექტირების ცენტრებისთვის, რადგანაც კადრების გადინების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ის სახელფასო განაკვეთები, რაც თავდაპირველად იყო, დღეის მდგომარეობით […]

“ტექინსპექტირების საფასური 50%-ით უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტორს ოპერირება გაუჭირდება”  – ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შიოლაშვილის განცხადებით, უცვლელი ტარიფი პირდაპირ აისახება ცენტრების თანამშრომელთა ხელფასებზე.

“ეს ნიშნული ძალიან დიდი პრობლემაა ზოგადად ტექინსპექტირების ცენტრებისთვის, რადგანაც კადრების გადინების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ის სახელფასო განაკვეთები, რაც თავდაპირველად იყო, დღეის მდგომარეობით პერსონალს აღარ აკმაყოფილებს. რადგანაც პირველადი ტექინსპექტირების საფასური არ გადახედილა, აღნიშნული ხელფასით პერსონალის შენარჩუნება ძალიან რთულია“ – აღნიშნავს შიოლაშვილი BMG-სთან.


რელევანტური