საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი დღეს მასკატიდან შესრულდება — Cnoba
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს შესრულდება რეისი მასკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო), ადგილობრივი დროით 19:00 საათზე. „საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი) საქართველოს საელჩო: ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335, ტელეფონი: +971 2 553 36 83, ელფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge. The post საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი დღეს მასკატიდან შესრულდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.