დეფოფლისწყაროში გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად კაცი გარდაიცვალა — Cnoba

MegaTV სიახლე 05 Mar 2026, 08:19

დეფოფლისწყაროში გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი შუახნის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს მოხდა. კაცი თავდაპირველად დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოცემასთან ამბობენ, კაცმა გაზის გამათბობელი საკუთარ […]

დეფოფლისწყაროში გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი შუახნის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს მოხდა.

კაცი თავდაპირველად დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოცემასთან ამბობენ, კაცმა გაზის გამათბობელი საკუთარ ბინაში კუსტარულად, თავისით დაამონტაჟა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.


რელევანტური