დედოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა — Cnoba

Knews სიახლე 04 Mar 2026, 15:20

knews.ge დედოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა დედოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარ ბინაში კუსტარული გაზის გამათბობელი თვითნებურად დაამონტაჟა. The post დედოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა appeared first on knews.ge.

knews.ge
დედოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარ ბინაში კუსტარული გაზის გამათბობელი თვითნებურად დაამონტაჟა.

არასწორი მონტაჟისა და ექსპლოატაციის შედეგად, ღუმელი აფეთქდა და მამაკაცი მძიმე დაზიანებებით, ჯერ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, დაზარალებულს სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს მოხდა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

The post დედოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა appeared first on knews.ge.


რელევანტური