ხანძარი დიდ დიღომში _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს — Cnoba

GuriaNews სიახლე 05 Mar 2026, 06:12

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის გავრცელების საფრთხის მოხსნა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი […] The post ხანძარი დიდ დიღომში _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე.

მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის გავრცელების საფრთხის მოხსნა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 21 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეც-ტექნიკა. _ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

The post ხანძარი დიდ დიღომში _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური