რომან გოცირიძე: “ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა” — Cnoba

პარალელი სიახლე 04 Mar 2026, 17:52

სააგენტო "პარალელი" რომან გოცირიძე: “ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა” პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს და საქატატის მიმართ ბრალდებებს გამოთქვამს “ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა, კვერცხზე კი მოიკლო, თანაც გადაჭარბებით, სამით კი არა, 3,5 პროცენტით.😅 საქსტატმა თებერვლის თვის ფასების სტატისტიკა გააყალბა. აბა ტყუილად კი არ შეცვალეს კანონი და მისი დირექტორი ლამაზი თვალების გამო კი არ დანიშნეს სიცოცხლის ბოლომდე. თებერვალში ფასებმა მხოლოდ 0,2 პროცენტით მოიმატაო, გამოაქვეყნა […] რომან გოცირიძე: “ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
რომან გოცირიძე: “ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა”

პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს და საქატატის მიმართ ბრალდებებს გამოთქვამს

ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა, კვერცხზე კი მოიკლო, თანაც გადაჭარბებით, სამით კი არა, 3,5 პროცენტით.😅

საქსტატმა თებერვლის თვის ფასების სტატისტიკა გააყალბა. აბა ტყუილად კი არ შეცვალეს კანონი და მისი დირექტორი ლამაზი თვალების გამო კი არ დანიშნეს სიცოცხლის ბოლომდე.

თებერვალში ფასებმა მხოლოდ 0,2 პროცენტით მოიმატაო, გამოაქვეყნა საქსტატმა. ეს რიცხვი უფრო მეტი რომ არ გამოჩენილიყო და ფასების ზრდის საწინააღმდეგო კამპანია წარმატებულად რომ წარმოეჩინათ, სწორედ იმ საქონელზე დააფიქსირეს ფასების კლება თებერვლის თვეში, რომელსაც საპარლამენტო და სამთავრობო კომისიების მეშვეობით “ებრძვიან”.

თურმე ფასები შემცირებულა: რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.5 პროცენტი).

გვითხრას საქსტატმა სად იყიდება 3,5 პროცენტით შემცირებული კვერცხი, ხალხი ძებნაში რომ არ დაიღალოს. პირადად მე ვეძებე და ვერსად ვპოვე:))“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

რომან გოცირიძე: “ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა”
პარალელი


რელევანტური