,, გვითხრას საქსტატმა სად იყიდება 3,5 პროცენტით შემცირებული კვერცხი, ხალხი ძებნაში რომ არ დაიღალოს” – რომან გოცირიძე — Cnoba

Alia სიახლე 04 Mar 2026, 17:02

ეკონომისტი რომან გოცირიძე: ,,ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა, კვერცხზე კი მოიკლო, თანაც გადაჭარბებით, სამით კი არა, 3,5 პროცენტით. საქსტატმა თებერვლის თვის ფასების სტატისტიკა გააყალბა. აბა ტყუილად კი არ შეცვალეს კანონი და მისი დირექტორი ლამაზი თვალების გამო კი არ დანიშნეს სიცოცხლის ბოლომდე. თებერვალში ფასებმა მხოლოდ 0,2 პროცენტით მოიმატაო, გამოაქვეყნა საქსტატმა. ეს რიცხვი უფრო მეტი რომ არ გამოჩენილიყო […] The post ,, გვითხრას საქსტატმა სად იყიდება 3,5 პროცენტით შემცირებული კვერცხი, ხალხი ძებნაში რომ არ დაიღალოს” – რომან გოცირიძე appeared first on .

ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა, კვერცხზე კი მოიკლო, თანაც გადაჭარბებით, სამით კი არა, 3,5 პროცენტით.

საქსტატმა თებერვლის თვის ფასების სტატისტიკა გააყალბა. აბა ტყუილად კი არ შეცვალეს კანონი და მისი დირექტორი ლამაზი თვალების გამო კი არ დანიშნეს სიცოცხლის ბოლომდე.

თებერვალში ფასებმა მხოლოდ 0,2 პროცენტით მოიმატაო, გამოაქვეყნა საქსტატმა. ეს რიცხვი უფრო მეტი რომ არ გამოჩენილიყო და ფასების ზრდის საწინააღმდეგო კამპანია წარმატებულად რომ წარმოეჩინათ, სწორედ იმ საქონელზე ფააფიქსირეს ფასების კლება თებერვლის თვეში, რომელსაც საპარლამენტო და სამთავრობო კომისიების მეშვეობით “ებრძვიან”.

თურმე ფასები შემცირებულა: რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.5 პროცენტი).

გვითხრას საქსტატმა სად იყიდება 3,5 პროცენტით შემცირებული კვერცხი, ხალხი ძებნაში რომ არ დაიღალოს. პირადად მე ვეძებე და ვერსად ვიპოვე:”

The post ,, გვითხრას საქსტატმა სად იყიდება 3,5 პროცენტით შემცირებული კვერცხი, ხალხი ძებნაში რომ არ დაიღალოს” – რომან გოცირიძე appeared first on .


რელევანტური