ხმელთაშუა ზღვაში რუსული ტანკერი ჩაიძირა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 04 Mar 2026, 18:34

ხმელთაშუა ზღვაში თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდი რუსული ტანკერი ჩაიძირა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსული ტანკერი The Arctic Metagaz-ი ლიბიასა და მალტას შორის მდებარე წყლებში ჩაიძირა, მას შემდეგ, რაც გუშინ ხანძარი გაუჩნდა. „მომხდარი საერთაშორისო ტერორიზმისა და მეკობრეობის აქტია, რაც საერთაშორისო საზღვაო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევაა“, – განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ. რუსულ უწყებაში აღნიშნეს, რომ ტანკერის ეკიპაჟის 30-ვე წევრი უსაფრთხოდ არის. The post ხმელთაშუა ზღვაში რუსული ტანკერი ჩაიძირა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური