ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი განიხილება — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 04 Mar 2026, 16:44

ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი განიხილება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი ფავორიტია იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ირანის ექსპერტთა ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერად განიხილავს. როგორც გამოცემა წერს, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ არჩევანს წარმოადგენს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის შემდეგ ჩატარდეს. The post ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი განიხილება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური