იციან, თუ არა, შსს–ს მაღალჩისნებმა წერა–კითხვა? – “წარმოიდგინეთ, ეს ბუბა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი” — Cnoba

Alia სიახლე 19 Feb 2026, 11:00

სამოქალაქო აქტივისტი, მიხეილ ზაქარეიშვილი: 13 იანვარს სასამართლოში შსს-ს წინააღმდეგ შევიტანე საჩივარი 14 იანვარს მოსამართლე დავით მაკარაძემ წარმოებაში მიიღო ეს საჩივარი და შსს-ს დაავალა, საქმის მასალები გამომიგზავნეო შსს-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, ბატონმა ბუბა ნაჭყებიამ ნახა ეს დადგენილება და გაუხარდა, სასამართლოს მიშა ზაქარეიშვილის საჩივარი წარმოებაში არ მიუღიაო. ერთთვიანი ფიქრის შემდეგ სასამართლოს მიწერა წერილი, დაგვიზუსტეთ, თუ გააგებინეთ […] The post იციან, თუ არა, შსს–ს მაღალჩისნებმა წერა–კითხვა? – “წარმოიდგინეთ, ეს ბუბა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი” appeared first on .

სამოქალაქო აქტივისტი, მიხეილ ზაქარეიშვილი:

13 იანვარს სასამართლოში შსს-ს წინააღმდეგ შევიტანე საჩივარი
14 იანვარს მოსამართლე დავით მაკარაძემ წარმოებაში მიიღო ეს საჩივარი და შსს-ს დაავალა, საქმის მასალები გამომიგზავნეო
შსს-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, ბატონმა ბუბა ნაჭყებიამ ნახა ეს დადგენილება და გაუხარდა, სასამართლოს მიშა ზაქარეიშვილის საჩივარი წარმოებაში არ მიუღიაო. ერთთვიანი ფიქრის შემდეგ სასამართლოს მიწერა წერილი, დაგვიზუსტეთ, თუ გააგებინეთ მიხეილს, რომ არ მიიღეთ წარმოებაშიო. ანუ ბუბას აინტერესებს, უკვე შეუძლია თუ არა, ჯარიმაზე საურავი დამაკისროს
წარმოიდგინეთ, ეს ბუბა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი. განსაკუთრებით მნიშვნელოვან, წარმოდგენაც არ მინდა, არაგანსაკუთრებულ საქმეთა ინსპექტორები როგორები ჰყავთ
P.S. ბოლოს რომ ვიყავი დაკავებული, რაღაცაზე ვახსენე ბუბა ნაჭყებია. პატრული მეკითხება, ეგ ვინაა, მეცნობა სახელი და გვარიო. სხვა პატრული ეუბნება: “რა გჭირს, ჩვენი ტვინიკაო”. რიგითი პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც ფეხით პატრულირებენ და შკოდაც კი არ ჰყავთ, ეგენიც კი ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს ასე დასცინიან. მე რომ დავცინო და ასე მოვიხსენიო, დამიჭერენ.

The post იციან, თუ არა, შსს–ს მაღალჩისნებმა წერა–კითხვა? – “წარმოიდგინეთ, ეს ბუბა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი” appeared first on .


რელევანტური

„ხანძარი“
GuriaNews 22 Feb 2026, 07:28