“თავი მამიკვდეს, ვერ დავიჯერებ!” – ზურაბ ფარჯიანი — Cnoba

Alia სიახლე 19 Feb 2026, 11:19

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი, სუსის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება: “ადამიანს, რომლებსაც ჯერ კიდებ უჩნდება სურვილი თავისი მდგომარეობა ბოროტად, მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ, ვაფრთხილებთ, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება”; ადამიანურ ენაზე – იმხელა კორუფციაა და ისეა უკვე სახელმწიფოს სისტემაში გამჯდარი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედ უფროსს უწევს თითის […] The post “თავი მამიკვდეს, ვერ დავიჯერებ!” – ზურაბ ფარჯიანი appeared first on .

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი, სუსის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება:

“ადამიანს, რომლებსაც ჯერ კიდებ უჩნდება სურვილი თავისი მდგომარეობა ბოროტად, მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ, ვაფრთხილებთ, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება”;

ადამიანურ ენაზე – იმხელა კორუფციაა და ისეა უკვე სახელმწიფოს სისტემაში გამჯდარი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედ უფროსს უწევს თითის ქნევა.
და თან ფრაზა –
“სუს-ის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია” – რას მელაპარაკებით, და “გუშინდელი რესურსისგან” რით განსხვავდება?!
“გუშინდელი სუს-ი” კორუფციაში, ნარკოტრეფიკში და ქოლცენტრებში იყო თავით გადაშვებული?!
თავი მამიკვდეს, ვერ დავიჯერებ!
კი მაგრამ, კი მაგრამ “კორუფციის რეიტინგებში საქართველოს მაღალი ადგილი?!”…
ნწნწნწ, “боже ты мой”
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “სუსის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია” კორუფციასთან ბრძოლაში, ოღონდ, არ უთქვამს, რის და ვის ხარჯზეა ეს რესურსი განსხვავებული, რით განსხვავებდა წინა წლებისგან. 

The post “თავი მამიკვდეს, ვერ დავიჯერებ!” – ზურაბ ფარჯიანი appeared first on .


რელევანტური