სააგენტო "პარალელი"
“ათასწლეულების მერეც კი კონტინენტები ისევ რომაული ლეგიონერის ფეხის ზომის და რომაელების ცხენის განის მიხედვითაა ჩამოყალიბებული🙂” – ზურაბ ფარჯიანი
დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი საინტერესო გეოგრაფიულ მიმოხილვას ახდენს ილუსტრაციის თანხლებით:
“ყველა გზა რომში მიდის“ – ევროპაში დაახლოებით 486,713 სხვადასხვა მარშრუტია მოქცეული ურთიერთდაკავშირებულ საგზაო ქსელში, რომლებიც რომამდე მიდის.
ორი ათასი წლის წინ რომის იმპერიამ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი საგზაო სისტემა, რაც კი უნახავს მსოფლიოს.
400 000 კილომეტრზე მეტი გზა, აქედან 50 000-ზე მეტი ქვით იყო მოკირწყლული.
ეს გზები სტრატეგიული იყო – სამხედრო გადაადგილებისთვის, სავაჭრო ეფექტურობისთვის, ადმინისტრაციული კონტროლისთვის.
და ისინი ერთი ცენტრიდან მოდიოდა.
რომის ფორუმზე იდგა ცნობილი “Millarium Aureum”, „ოქროს ნიშნული“, რომელიც აღნიშნავდა წერტილს, საიდანაც იმპერიის მასშტაბით მანძილები იზომებოდა.
ათასწლეულების მერეც კი კონტინენტები ისევ რომაული ლეგიონერის ფეხის ზომის და რომაელების ცხენის განის მიხედვითაა ჩამოყალიბებული
“, – წერს ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში.
“ათასწლეულების მერეც კი კონტინენტები ისევ რომაული ლეგიონერის ფეხის ზომის და რომაელების ცხენის განის მიხედვითაა ჩამოყალიბებული🙂” – ზურაბ ფარჯიანი
პარალელი